• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    ოქტომბერი
    დუშეთს პრიენაის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ესტუმრა


    პრიენაის მუნიციპალიტეტის მერმა ალვიდას ვაიცეკაუსკასმა, მერის მრჩეველმა აგნე დარგუჯენემ, მუნიციპალური საბჭოს წევრებმა გინტაუტას ბარტულისმა და დევიდას დარგუზისმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ინაშვილთან ერთად მოინახულეს ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები, ხოლო ოფიციალურ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები კულტურის, ტურიზმის და საგანმანათლებლო მიმართულებით ლიეტუვასა და საქართველოს შორის.

    შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.