• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    8
    მაისი
    ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი დუშეთში
    და ქალაქში მდებარე შინმოუსვლელთა ობელისკი ბავშვებთან ერთად ყვავილების გვირგვინით შეამკეს: პარლამენტის, თვითმმართველობის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

    ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრეს: დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის სახელით, საზოგადოებას 9 მაისის დღესასწაული მიულოცა მერის მოადგილემ, თამაზ უნდილაშვილმა.

    ვეტერანებს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ფულადი ჯილდო და პრემიერ-მინისტრის მისალოცი ბარათები გადაეცათ.

    ღონისძიებაზე სახელოვნებო სკოლის ლიტერატურის წრის წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა თემატური ლიტერატურული კომპოზიციები, ხოლო მუსიკალური გაფორმება ეკუთვნოდა ანსამბლ ,,ივერიონს".

    დუშეთის მუნიციპალიტეტში 2019 წლის მდგომარეობით, ცხოვრობს 9 ვეტერანი და მათთან გათანაბრებული პირი: იასონ კიტრიშვილი, შალვა ხოსრუაშვილი, იორდანე კედელაშვილი, რევაზ ბერბერაშვილი, ოთარ მახარაშვილი, მარიამ სალიაშვილი, გულნაზ ასპანიძე, ეთერ ბოძაშვილი და გიორგი ნარიმანიძე.