• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    19
    ოქტომბერი
    გოდერძი ჩოხელის 65 წლის იუბილე ჩოხში მუზეუმის გახსნით აღინიშნა


    ღონისძიების ფარგლებში, საზეიმოდ გაიხსნა ახლადაშენებული მუზეუმი, სადაც გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ბიბლიოთეკა და საგამოფენო დარბაზი განთავსდა.

    "ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე, რომელიც გოდერძი ჩოხელის ცხოვრებას და მოღვაწეობას კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნობს, ამასთან გამოაცოცხლებს მწერლის მშობლიურ სოფელს და ახალ სიცოცხლეს შეიტანს მთლიან გუდამაყრის ხეობაში" - აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

    მუზეუმის ტერიტორიაზე მოეწყო გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა და კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და მოწვეულმა ანსამბლებმა. მწერლის და რეჟისორის ცხოვრების შესახებ, ღონიძიების წამყვან გოდერძი შარაშიასთან ერთად ისაუბრეს ქართველმა მწერლებმა, პოეტებმა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა. ჩატარდა დოღი ახალგაზრდების მონაწილეობით და ტრადიციული სამზარეულოს ნიმუშების ჩვენება-დეგუსტაცია.

    სიმბოლურად ამ დღეს, გუდამაყრის ხეობაში, ფართოზოლოვანი ინტერნეტი ჩაირთო, რომლის პროექტის მიზანიც მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერაა.

    ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან, სტუმრებთან და გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახლმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი.

    იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dusheti.gov.ge/photos/?tab=album&album_id=2498457476940541