1
ოქტომბერი
ოქტომბერი
გოდერძი ჩოხელის ხსოვნას სპექტაკლი "ბედისწერის თეატრი" მიეძღვნა
სანდრო მეტრეველის ინსცენირებით დადგმულმა პიესამ მაყურებლის დიდი მოწონება, დაუფარავი ემოცია და ხანგრძლივი ოვაცია დაიმსახურა.
კულტურის სახლის ფოიეში აგრეთვე მოეწყო გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა, სადაც დამთვალიერებელს საშუალება მიეცა კიდევ ერთხელ ენახა მისი "მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის".
ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან და გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი.
რამდენიმე დღეში სოფელ ჩოხში, ქართველი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის სახლ-მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმში მოეწყობა გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ბიბლიოთეკა და საგამოფენო დარბაზი.