• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    ივნისი
    გუდამაყრის 18 სოფელში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია

    გუდამაყრის ადმინისტრაცოიულ ერთეულში, ქიდაქისა და კიტოხის მთაზე ორი ანძა დამონტაჟდა. ტექნიკური ჯგუფისა და აპარატურის ტრანსპორტირება ვეტმფრენის საშუალებით მოხდა.
    ამ ეტაპზე, გუდამაყრის ხეობაში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეთით სარგებლობა შეუძლია 18 სოფლის მოსახლეობას, სულ 240 ოჯახს.

    ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობას არ ქონდა კომუნიკაციის საშუალება. მათ, სატელეფონო კავშირის დასამყარებლად რამოდენიმე კოლომეტრის გავლა უწევდათ. აღნიშნული პროექტი მობილური კავშირისა და ინტერნეტის სერვისი გარდა, მოსახლეობას სახელმწიფო სერვისებთან წვდომის საშუალებას მისცემს. პროექტი აგრეთვე, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. მიგრაციას შეუშლის ხელს და ადგილობრივების ცხოვრების პირობები უკეთესებოსკენ შეიცვლება.