• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    მაისი
    იანტალოს და ჯუღისის ხიდების სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
    ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ. მონიტორინგის მიზნით, მათ იანტალოსა და ჯუღისის ხევებზე მიმდინარე საავტომობილო ხიდების მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მოინახულეს:

    -სოფელ ქვეშეთში პროექტით გათვალისწინებულია იანტალოს ხევის გაწმენდა, გაბიონების მოწყობა და დროებითი სამანქანო გადასასვლელის ნაცვლად ახალი კაპიტალური ხიდის მშენებლობა.

    -რაც შეეხება დოლასქედი-ჯუღისი-ვაშლობი-საქერეს დამაკავშირებელ ტერიტორიას, ჯუღისის ხევზე არასდროს არსებობდა სახიდე გადასასვლელი, რის გამოც მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილება უწევდა მდინარის ფონზე, ხოლო მიმდინარე პროექტის ფარგლებში, აქ ახალი საავტომობილი ხიდი აშენდება.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე წლის განმავლობაში არსებული გადაადგილების პრობლემა მოეხსნება.