• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    30
    ნოემბერი
    ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში
    ჩუბინიანთკარის და გრიგოლაანთკარის შიდა გზები;
    გარე განათება დამონტაჟდა სოფელ ყარსიმაანთკარში, ნაგლიაანთკარსა და ვარსიმაანთკარში;
    სოფელ ჩანადირებში მოეწყო მოსახლეობის თავშეყრის ადგილი;
    სოფელ ბაგაში მოიხრეშა სასაფლაომდე მისასვლელი გზა;
    სოფელ პირმისაანთკარში მოეწყო მინი-სტადიონი ახალგაზრდებისთვის;

    ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით:

    სოფელ ბაზალეთში არსებულ ამბულატორიას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა სახურავი, რემონტი ჩაუტარდა ფასადს და შიდა ინტერიერს, მოეწყო სველი წერტილები;

    ჩანადირები-საკრამულის დამაკავშირებელ 4 კმ სიგრძის გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო, რის შედეგადაც მოსახლეობა ახლა ავტომობილით კომფორტულად გადაადგილდება.

    ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, მურთაზ ბოდაველის განცხადებით, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელება სამომავლოდაც გაგრძელდება.