• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    26
    ივნისი
    ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა მერთან


    ამ შეხვედრაზე რეგიონალურ საზედამხედველო შპს "მშენ-ექსპერტის" და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა მიმდინარე სამუშაოები.

    როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, ამ შეხვედრების მიზანი სამუშაოების გაკონტროლება და შემსრულებელი კომპანიების მიერ სატენდერო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დროულად და ხარისხიანად შესრულებაა.

    სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტეტურისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენლები.