29
მაისი
მაისი
ჯემალ ნათელაშვილის სახელობის ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და ღირსების ორდენის კავალერის სახელობის ტურნირი უკვე მეხუთე წელია ტრადიციულად იმართება მუნიციპალიტეტში და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დუშეთის, მცხეთის, თბილისისა და წეროვნის 2007-2008 წელს დაბადებულ სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I - ადგილი - თბილისის გუნდი -"შევარდენი"";
II-ადგილი - თბილისის გუნდი -,,მუხიანი"";
III-ადგილი - დუშეთის გუნდი "დუშეთი 2017" და თბილისის გუნდი "ოლიმპიური ვარსკვლავი".
სპორტსმენებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ტურნირს დაესწრო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი და სპორტსმენებს სამახსოვრო ჯილდოები გადასცა.