21
იანვარი
იანვარი
ხელისუფლების წარმომადგენლები მაღაროსკარის სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ
რეაბილიტირებული პანსიონი მოინახულეს და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს: პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დავით ოსეფაშვილმა.
80 მოსწავლეზე გათვლილი პანსიონის შენობა 1976 წელს აშენდა, ხოლო ამჟამად აქ 54 მოსწავლე სწავლობს.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობაში მოეწყო ახალი საძინებლები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სპორტული დარბაზი, სასადილო, ექთნის ოთახი, შეიცვალა იატაკი და ჭერი, ხოლო ენერგოეფექტურობის პრინციპის შესაბამისად დამონტაჟდა შეშაზე მომუშავე ცენტრალური გათბობა. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო დაწესებულების ეზოც.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დაფინანსებით სარემონტო სამუშაოები ასევე განხორციელდა მაღაროსკარის საჯარო სკოლის შენობაში.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა შეხვედრისას წარმატებები უსურვეს მოსწავლეებს, მიულოცეს იანვრის დღესასწაულები და საჩუქრად ტკბილეული გადასცეს.
2019 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებულ 3 სკოლა-პანსიონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.