• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    აპრილი
    ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის პრეზენტაცია სოფელ ლამოვანში

    პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ რევაზ კლდიაშვილის თქმით, პროგრამის მიზანია, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაცემის საფუძველზე ბავშვებს გამოუმუშავდეთ წიგნის მოვლის უნარ-ჩვევები, აგრეთვე ჩამოუყალიბდეთ და აუმაღლდეთ წიგნთან სწორად მოპყრობის კულტურა.

    ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად, ლამოვანის სკოლის მოსწავლეებს დღეს საშუალება მიეცათ თავისი ხელი აღედგინათ ქაღალდის სტრუქტურა და ასევე წიგნად აეკინძათ რესტავრირებული ფურცლები. მათ იხილეს დოკუმენტური ფილმიც ხელნაწერების შექმნის ისტორიისა და ტექნიკების შესახებ.

    ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსმა ნესტან ბაგაურმა, ლამოვანის სკოლას საჩუქრად წიგნები, ბუკლეტები და საგამოფენო მასალები გადასცა.

    სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური, მერის წარმომადგენელი მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჯარიაშვილი და დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი.