• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    4
    ივლისი
    კულტურული ღონისძიება "საქართველო-ჩემი სიყვარული, გულში-უკრაინა'


    ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო უკრაინელი მხატვრის ალექსანდრე ოხაპკინის ნამუშევრების გამოფენა ,,თანამედროვე უკრაინული ხატი"; დამთვალიერებელს ასევე საშუალება მიეცა გაცნობოდა ძველებური უკრაინული თავსაფრებისა და ტრადიციული ნაქარგი პირსახოცების შექმნის ტექნიკას.
    ➡ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს: უკრაინის დამსახურებულმა არტისტმა ივანა კოტიაშ-ელერდაშვილმა და დუშეთის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლმა ,,ქალილომ".

    ღონისძიებას ესწრებოდნენ: უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ტატიანა კოვპაკი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და ლიეტუვურ-ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი.

    .