• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    4
    ივნისი
    ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების ერთობლივი გამოფენა დუშეთში


    გამოფენას ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი კულტურის ატაშესთან, ივეტა გედვილაიტესთან ერთად ესწრებოდა.
    მან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მსგავსებებს და კულტურის მნიშვნელობას თანამშრომლობის საკითხებში, ხოლო ზურაბ სეხნიაშვილმა აქცენტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებულ თანამშრომლობების მემორანდუმებზე გააკეთა შაკეის და პრიენაის მუნიციპალიტეტებთან.

    დამთვალიერებელს გამოფენაზე საშუალება ჰქონდა გაცნობოდა როგორც ილუსტრაციებს, ასევე წიგნებს და ლიეტუვურ ანიმაციებს, ხოლო სპეციალურად ბავშვებისთვის ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების ვორქშოფები ჩატარდა.

    პროექტი ხორციელდება ,,კულტურის ინტერნაციონალიზაცია - ევროპა საქართველოში, საქართველო ევროპაში" ფარგლებში.