8
ივლისი
ივლისი
მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი
ფორუმის მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია. ახალგაზრდებმა გამოფენის სახით წარმოადგინეს მოხალისეობრივი აქტივობები.
ღონისძიების დასასრულს მოეწყო დოკუმენტური ფილმის - "ინიციატივა არ ისჯება" ჩვენება და მონაწილე ახალგაზრდებს სამასხსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებული იყო ორგანიზაცია "უკეთესი მომავლისთვის" მიერ, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში.
"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAშ) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (ჩშI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (ჩთჩ), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (ჩშღDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEჩ) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.
ფოტომასალა იხილეთ: https://www.facebook.com/pg/dusheti.gov.ge/photos/?tab=album&album_id=2306526352800322