• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    20
    ოქტომბერი
    მცხეთა-მთიანეთის წარჩინებული მოსწავლეები დუშეთში დაჯილდოვდნენ


    ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა, დუშეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ოსეფაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარემ გიორგი ინაშვილმა. მათ ახალგაზრდებს მიულოცეს მიღწეული წარმატება და სამომავლოდ ამ შედეგების გაუმჯობესება უსურვეს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

    პროექტი "ჩემი პირველი კომპიუტერი" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, კომპიუტერი ყველა იმ მოსწავლეს გადაეცემა, რომლის შეფასება საბაზო საფეხურზე, დამრგვალების გარეშე, 10 ქულას შეადგენს.
    2018-2019 წლის სასწავლო წელს დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 20 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა.