• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    იანვარი
    მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - 119 წელი
    ამ ინიციატივის ავტორია მიხა ხელაშვილის შთამომავალი და ვაჟა-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი, რომლის თქმითაც, სალომეს გმირულად მძიმე გზა - ქალაქ დუშეთიდან სოფელ ჩარგლამდე, ყველამ დღესასწაულით უნდა გაიაროს.

    ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი პოეტები და მწერლები, სახალხო მთქმელები, მიხა ხელაშვილის პოეზიის თაყვანისმცემლები. ჩარგალში გაიმართა დოღი, ხოლო ახალგაზრდების ჯგუფმა ნუკრი მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა ქართული საბრძოლო ხელოვნება - ,,ხრიდოლი"". აღევლინა მიხა ხელაშვილის სულის სახსენებელი პარაკლისი.

    ადგილობრივებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მობრძანებული სტუმრების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში - სოზარ სუბარი, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - ზურაბ სეხნიაშვილი. მათ ისაუბრეს მიხა ხელაშვილის გმირულ ღვაწლსა და მისი მაგალითის მნიშვნელობაზე მომავალი თაობებისათვის.