25
მარტი
მარტი
მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადგილზე ეხმარებიან
ადმინისტრაციულ ცენტრს მოშორებულ სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ასაკოვან ადამიანებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მათ პირადად მიაქვთ პირველადი საჭიროების საკვები და მედიკამენტები, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას ტრანსპორტით გადაყავთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში.
მოხალისეთა ჯგუფები აგრეთვე ჩართულნი არიან საინფორმაციო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ისინი მოქალაქეებს აწვდიან რეკომენდაციებს აღნიშნულ სიტუაციაში ქცევის წესის შესახებ.
დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოხალისეებს შესაბამისი ტრენინგი 20 მარტს ჩაუტარდათ, ხოლო მათ მიერ გატარებულ სამუშაოებს მონიტორინგს უწევს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი.
დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" თანამშრომლები.