7
აპრილი
აპრილი
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ვიზიტი დუშეთში
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დუშეთის ისტორიულ უბანში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს: მსოფლიო ბანკის კოსნულტანტმა კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული განვითარების საკითხებში ირაკლი ჟვანიამ,"გაფანტული სასტუმროების" საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ჯიანკარლო დალარამ, მსოფლიო ბანკის დოქტორანტმა კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების საკითხებში ჯულია სკაზორსიმ და მუნიციპალური განვითარების კონსულტანტმა მარიამ ტაბატაძემ. მათ ასევე მოინახულეს რეაბილიტირებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი და ცენტრალური ბულვარი და ესტუმრნენ ჭილაშვილების სასახლესა და დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.
ჯიანკარლო დალარამ, რომელიც სოფლებსა და პატარა ქალაქებში მდებარე "გაფანტული სასტუმროების" საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტია, საუბარში აქცენტი გააკეთა ქალაქ დუშეთში ასეთი პატარა სასტუმროების საჭიროების შესახებ (Aლბერგო Dიფფუსო იტალიაში ადრეულ 1980-იან წლებში აღმოცენებული სასტუმროს ინოვაციური კონცეფციაა , რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ზომის ისტორიული სოფლებისა და ქალაქების პოპულარიზებას ტურისტულ მარშუტებში).
შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და მერის წარმომადგენელი დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - შალვა ინაშვილი.