28
მაისი
მაისი
მუსიკალური ფესტივალი "ვიოლინოს გასაღები" დასრულდა
ორდღიან ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მოსწავლემ ჭოპორტის, მაღაროსკარის, ანანურის, ფასანაურის, ჟინვალის და დუშეთის სკოლებიდან.
ღონისძიებას უძღვებოდა კულტურის სახლის დირექტორი თამარ მოზდოკელი, რომელმაც ჟიურის გადაწყვეტილებით, საჩუქრები და დიპლომები გადასცა შემდეგ ნომინაციაში გამარჯვებულებს:
გრანპრი - თამარ წოწკოლაური და ფასანაურის საჯარო სკოლის გუნდი;
პირველი ადგილი - სოფია როშნიაშვილი, ირაკლი ჭინჭარაული, ლიკა ჭონქაძე;
მეორე ადგილი - ალექსანდრა მავრომატი და ჟინვალის სტუდია;
მესამე ადგილი - მარიამ დავითური და ანანურის სკოლის გუნდი;
მაყურებლის სიმპატია - ალექსანდრა მავრომატი, თამარ წოწკოლაური;
ჟიურის სიმპატია - მარიამ ნაზღაიძე, ირაკლი ჭინჭარაული, ლიკა ჭონქაძე;
არტისტიზმი - ალექსანდრა მავრომატი, ლიკა შაღაშვილი.
ფესტივალს დაესწრნენ მერიის კულტურის სამსახურის და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენლები.