22
აპრილი
აპრილი
ოძისისა და ჭილურტის სკოლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
დღეს, 22 აპრილს, ოძისისა და ჭილურტის საჯარო სკოლებში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი გაეცნო.
ჭილურტის საჯარო სკოლის 3 საკლასო ოთახსა და დერეფანში უკვე განახლდა იატაკი, მოეწყო სველი წერტილები, დამონტაჟდა წყლის ავზი, მოიხრეშა სკოლის ეზო და სკოლის შენობაში ამოქმედდა სასმელი წყლის 2 ონკანი.
ხოლო ოძისის საჯარო სკოლის სამივე სართულზე მიმდინარეობს სველი წერტილების, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნულ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საჯარო სკოლებში შპს "ნიკა 2016" ახორციელებს.