მერიის სიახლეები
19
ივნისი
ივნისი
ქართული ჭიდაობის ტურნირი სოფელ ოძისში
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ტურნირი მეექვსე წელია ტრადიციულად იმართება აღნიშნულ სოფელში და მასში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუნდებთან ერთად არაადგილობრივებიც მონაწილეობენ.
წლევანდელ ტურნირში მონაწილეობდა 100-მდე მოსწავლე, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ: დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, კასპის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან.
გამარჯვებულებს ა(ა)იპ დუშეთის "სასპორტო გაერთიანების" დირექტორის მოადგილემ ლევან შერმადინმა და ვეტერანმა მოჭიდავეებმა სიგელები, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.