• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    26
    მარტი
    საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები გადაეცათ


    ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად პროდუქტების გაცემის პროცესში პირადი მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა.

    მუნიციპალიტეტის თვრამეტივე საბავშვო ბაღში 12 სახის არამალფუჭებადი პროდუქტისაგან შემდგარი სასურსათო პაკეტი დარიგდა, რის შედეგადაც მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ თავად მოუმზადონ სადილი სახლში პატარებს კვების სრულფასოვანი რაციონით.

    საკვები პროდუქტი აღსაზრდელების ნაწილს ადგილზე გადასცეს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფებმა, მერის წარმომადგენლებმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს წევრებმა.