• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    7
    მარტი
    საინფორმაციო შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან
    სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლებია. აღნიშნულ ოჯახებზე საარსებო შემწეობა განისაზღვრა 50 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

    მან ასევე ისაუბრა 2017 წლის 1 ივლისიდან არსებულ "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" პროგრამაზე და მასში შესულ ცვლილებებზე: 2018 წლის პირველი სექტემბრიდან პროგრამა მოიცავს 34 დასახელების მედიკამენტს და აღნიშნული პირები მედიკამენტს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად იღებენ.

    შეხვედრას საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ჩიტაური, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ზაქარია ხეხელაშვილი და თამაზ უნდილაშვილი.