• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    7
    მაისი
    სამუშაო შეხვედრა არაგვის დაცული ლანდშაფტის პროექტის შესახესამუშაო შეხვედრა არაგვის დაცული ლანდშაფტის პროექტის შესახებ


    ჩეხეთის რესპუბლიკის ბუნების კონსერვაციის სააგენტოს წარმომადგენელმა და პროექტის ხელმძღვანელმა, მიხაელ ჰოშეკმა პროექტის ფარგლებში "არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა", ისაუბრა სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე ჩატარებული ღონისძიებებისა და აღნიშნული ტერიტორიის სავარაუდო ზონირების საზღვრების შესახებ.

    შეხვედრაზე აგრეთვე წარმოდგენილი გახლდათ თუშეთის დაცული ლანშაფტის წარმატებული მაგალითი, რომელიც პრეზენტაციის სახით ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ზაზა ლაგაზიძემ და ირაკლი აფთარაულმა, საზოგადოებას წარუდგინეს.

    ლანდშაფტის მართვის შესახებ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: განხილულ იქნა ტყეების, ბუნებრივი რესურსების დაცვის და ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის საკითხები.

    შეხვედრას პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან და ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, ქონების მართვისა და ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლები - ზურაბ ყაჭიური და ამირან ძლიერიშვილი, ფშავ-ხევსურეთის ერონული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი - ვაჟა ჭინჭარაული, პროექტის კოორდინატორი ადგილობრივ დონეზე გაგა შეთეკაური, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორი შალვა გივიშვილი და ჩENN-ის კოორდინატორი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, გიორგი იორამაშვილი.

    არაგვის დაცული ლანდშაფტი მოიცავს ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიას, მისი მართვა და პროექტები ერთობლივად განხორციელდება მუნიციპალიტეტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ჩეხეთის რესპუბლიკის ბუნების კონსერვაციის სააგენტოს ხელშეწყობით.

    პროექტის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან დაგეგმილია 7-8 მაისს.
    7 მაისს 10:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა სოფელ ბარისახოში პირაქეთა ხევსურეთის მოსახლეობასთან; 13:30 საათზე სოფელ მაღაროსკარში-ფშავისა და უკანაფშავის მოსახლეობასთან; ხოლო 8 მაისს 13:00 საათზე, ფასანაურის საზოგადოებრივ ცენტრში - გუდამაყრის ხეობის მოსახლეობასთან.