23
მაისი
მაისი
სარემონტო სამუშაოები წითელსოფლის ჭიდაობა-ძიუდოს დარბაზში
მერის წარმომადგენლის, ედიშერ საძაგლიშვილის თქმით, 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტით გათვალისწინებულია: შენობაში ცენტრალური გათბობის გაკეთება, ელექტოენერგიისა და წყლის შეყვანა, სველი წერტილების და საშხაპე ადგილების მოწყობა, ახალი კარ-ფანჯრის ჩასმა და გალესვითი სამუშაოები.
სოფლის მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, დარბაზი ჭიდაობა-ძიუდოს ტრადიციის განვითარებასთან ერთად, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს "გალაქსი1" ასრულებს.