8
ივლისი
ივლისი
სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სოფელ ჩანადირთკარში
დასრულებულ პროექტს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან და საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სოფელ ჩანადირთკარის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც ამ სამუშაოების დასრულების შედეგად გადაიჭრა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო ჭაბურღილი, წყალშემკრები ავზი და განხორციელდა შიდა ინდივიდუალური დაქსელვა. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შპს "თერგი" წარმოადგენს.
ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და "ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების" მხარდაჭერით, დუშეთის მუნიციპალიტეტში სასმელ წყალთან დაკავშირებული მესამე პროექტი განახორციელა.