• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    ივლისი
    შატილში ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობა დაიწყო
    მუნიციპალიტეტის კონტრაქტორი კომპანია "პარვუს ჯგუფი" ასრულებს.
    შატილის ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შარშან მას შემდეგ მიიღო, როდესაც სკოლის შენობა ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.
    სკოლა-პანსიონი პირიქითა ხევსურეთში ასეთი პროფილის ერთადერთი სასწავლებელი იყო.

    ახალი პროექტის თანახმად, 550 კვადრატულ მეტრზე 2-სართულიანი შენობა აშენდება. სკოლაში განთავსდება სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები, ასევე – სველი წერტილები, რომელიც დაკავშირებული იქნება საევაკუაციო გასასვლელთან.
    უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდება მყარ საწვავაზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებული იქნება თანამედროვე სტანდარტების მასალა- მოწყობილობები შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

    მშენებლობის დასრულება სექტემბრის დასაწყისში იგეგმება, რაც დიდწილად კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. დაფინანსების წყაროა მთის განვითარების ფონდი, პროექტის სავარუდო ბიუჯეტი კი 1,5 მლნ ლარია.