• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    ოქტომბერი
    შეხვედრა ანანურის და ჭართლის ადმ. ერთეულების მოსახლეობასთან


    ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, ხოლო მოსახლეობასთან ერთად მიმდინარე და განხორციელებულ პროექტების ეფექტიანობაზე ისაუბრეს.

    ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა უახლოეს პერიოდში დასრულდება, უკვე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო გადასახედი, სკვერი და პარკირების სივრცე, ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდა.
    აგრეთვე გრძელდება შიდა გზების მოასფალტება სოფელ ანანურში.
    სრულდება ანანურის საჯარო სკოლის რემონტი, რომლის პროექტიც სკოლაში სველი წერტილების მოწყობას და სხვა აუცილებელი სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს.
    მიმდინარეობს სკვერის კეთილმოწყობა ციხისძირში. სოფელში დაგეგმილია საბავშვო ატრაქციონების მონტაჟიც.
    რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჭართლის საბავშვო ბაღსაც. დაგეგმილია საავტომობილო ხიდის მშენებლობა სოფელ ჯუღისის ხევზე.

    ანანურისა და ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი ყველა სოფლის მოსახლეობა სარგებლობს "მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.

    ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრეს, რომელთა მიზანი მოსახლეობის მხარდაჭერაა. ადგილობრივებთან ერთად განიხილეს მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები.

    ღია შეხვედრების ფარგლებში, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონის მასშტაბით არსებული აქტუალური საკითხების შესახებ უშუალოდ მოსახლეობისგან ისმენენ, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტში აღნიშნული შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.