• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    5
    ნოემბერი
    შეხვედრა ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობასთან


    ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადილობრივს საჭიროებებს გაეცნენ და სოფლებში მიმდინარე პროექტები მოინახულეს

    გარემონტდა სკოლა-პანსიონი ბარისახოში და საჯარო სკოლა მაღაროსკარში.
    დასრულების ეტაპზეა მაღაროსკარის სკოლა-პანსიონის რეაბილიტაცია.
    აშენდა რძის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ შუაფხოში.
    უახლოეს პერიოდში საწარმო შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და ექსპლუატაციაში შევა.
    სრულდება შუაფხოს ამბულატორიის მშენებლობა.
    ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას და წყალმომარაგების სისტემას ბარისახოში.
    გრძელდება ჟინვალი-ბარისახო-შატილისა და როშკა-არხოტის გზების მოწყობა.
    ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სათემო ინტერნეტიზაცია. პროექტის ფარგლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ეტაპობრივად იფარება ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობები. მიღებული სიკეთით ჯამში 76 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

    აღსანიშნავია, რომ ბარისახოს, უკანა ფშავისა და მაღაროსკარის თემში შემავალი ყველა სოფლის მოსახლეობა სარგებლობს "მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.

    შეხვედრებზე ძირითად საჭიროებებად შიდა გზების მოწყობა, წყალმომარაგების გაუმჯობესება და გარე განათებების მონტაჟი დასახელდა.

    ღია შეხვედრის ფორმატში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და განიხილეს მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები.