• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    28
    იანვარი
    შეხვედრა თემაზე "მყარი ნარჩენების მართვა და დასუფთავების სერვისი"


    ნარჩენების მართვის ექსპერტმა რონი კვაჭაძემ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს გააცნო მყარი ნარჩენების მართვის ელექტრონული სისტემის (PMS) ეფექტიანობის პრინციპები, რომლის დანერგვასაც გეგმავს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით.

    შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში დასუფთავებისა და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მიმართულებით არსებული სიტუაცია და ხარვეზები.

    შეხვედრას ესწრებოდნენ: საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების, ა(ა)იპ დუშეთის კეთილმოწყობის სამსახურის, იურიდიული განყოფილების, ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენელები.