• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    24
    ივლისი
    "სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება" - ვაჟა აზარაშვილის 80 წლის იუბილე


    კომპოზიტორის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება "სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება", ვაჟა აზარაშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას მიეძღვნა.

    საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი სიმღერები მომღერალმა ზურაბ კობეშავიძემ და თავად ავტორმა შეასრულეს, ხოლო კომპოზიტორის მეუღლემ, მანანა დანგაძემ საღამოზე საკუთარი ლექსები წაიკითხა.

    დასასრულს, ვაჟა აზარაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და და დარბაზში მყოფ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისათვის და მათ საჩუქრად საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებების კრებული და დისკი გადასცა.

    საღამო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.