5
აპრილი
აპრილი
სკოლამდელი განათლების შესახებ მერების დეკლარაციას ხელი მოეწერა
მერების შეთანხმება-დეკლარაცია, რომელიც მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას და სოციალურ ანგარიშვალდებულებას ითვალისწინებს, საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკას" და საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით" ფარგლებში ხორციელდება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან აღნიშნულ დეკლარაციას ხელი მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი თანიაშვილმა მოაწერა.
რუსთავის მერიაში გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მარიკა ოთარაშვილი, რომელიც 7 მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებთან ერთად, საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის წევრია.