19
ივნისი
ივნისი
სოფელ ანანურში მიმდინარე სამუშაოები მერის მოადგილემ მოინახულა
მან ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან იოსებ ღარიბაშვილთან და მერის წარმომადგენელ გენადი გულბათაშვილთან ერთად დაათვალიერა ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები და სოფლის შიდა გზების მოასფალტების მოსამზადებელი პროცესი.
ამ პროექტებთან ერთად, სოფელ ანანურის გარკვეულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სასმელი წყლის მილების ახლით ჩანაცვლება და სველი წერტილების მოწყობა.
აღნიშნული ღონისძიებები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში შესაბამის სამუშაოებს ასრულებენ: შპს "ენკა", შპს "ზიმო", შპს "სამება".