• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    26
    იანვარი
    სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2020: შეხვედრა გრემისხევში


    დღეს, 27 იანვარს, გრემისხევის ხეობის მოსახლეობას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილთან ერთად შეხვდა. მან ძველი ბურღულების, ქარქუშაანის და ახალი ბურღულების მაცხოვრებლებს პირადად მიაწოდა ინფორმაცია "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" შესახებ და აღნიშნა თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივად დახარჯვის მნიშვნელობა.
    თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად იმსჯელეს არსებულ პრობლემებზეც.

    შეხვედრაზე ძირითად პრიორიტეტად აღნიშნულ სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია გამოიკვეთა.

    სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.