15
დეკემბერი
დეკემბერი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში
სოფელ ცივწყაროს მოსახლეობისათვის მოეწყო მგზავრთა მოსაცდელი;
სოფელ დგნალში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საავტომობილო ხიდს და მოიხრეშა სოფლამდე მისასვლელი გზა;
სოფელ ჭივილაანების საფეხმავლო ხიდს უსაფრთხოების მიზნით დაუმაგრდა მეტალის სამაგრები;
სოფელ ანანურში გადაიხურა სარიტუალო დარბაზი;
სოფელ თანდილაანთკარსა და ცივწყაროზე გაიწმინდა ხევები, რომლებიც ნალექის შემთხვევაში დატბორვის საფრთხეს ქმნიდა;
სოფელ ბანცურთკარში მოიხრეშა შიდა სასოფლო გზები;
მერის წარმომადგენლის, გენადი გულბათაშვილის თქმით, ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წარმატებით განხორციელდა.