• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    ოქტომბერი
    ჭართლის ადმ. ერთეულში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები


    სოფელ სონდაში, ჯუღისში, მენესოსა და მუგუდაში მოეწყო მოსახლეობის თავშეყრის ადგილები;

    სოფელ ვაშლობსა და მუგუდაში აშენდა ინვენტარის საწყობები.
    შესაბამისი სამუშაოები აწარმოეს შპს "ჩადაკო"-მ და ი.მ "შალვა კედელაშვილმა".

    დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა ჭართლის საჯარო სკოლის მიმდებარედ მოცურების საწინააღმდეგო ლითონის ბაგირების და ორი ცხაურის მოწყობა, რომელსაც შპს "ზ.ნ.ს" ახორციელებს.

    ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ზურაბ ჩიტაურის თქმით, სოფელ მუგუდაში, ხამუშასა და ბუჩაანთკარში გაზის საქართველოს ტრანსპორტირების კომპანიამ დაასრულა გაზიფიცირების სამუშაოები და უახლოეს პერიოდში დაიწყება გამრიცხველიანების პროცესიც.