• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    მაისი
    თანამშრომლობის მემორანდუმი პრიენაის რაიონის თვითმმათველობასთან
    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში.

    მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და პრიენაის მუნიციპალიტეტის მერი ალვიდას ვაიცეკაუსკასი. მათ ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მართვის პრაქტიკის, დაგეგმილი პროექტების და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

    ვიზიტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია პოლონეთის, ბელარუსის და ლატვიის რესპუბლიკების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო პრიენაის ტრადიციულ საზაფხულო ფესტივალს. დელეგაციამ ასევე მოინახულა ადგილობრივი ტურისტული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე და განხორციელებული პროექტები აღნიშნულ მუნიციპალიტეტში.

    პრიენაის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მეორე რაიონული თვითმმართველობაა, რომელთანაც დუშეთის მუნიციპალიტეტმა დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა.