4
თებერვალი
თებერვალი
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში
სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან, გოდერძი ჩოხელის ოჯახის
წევრებთან და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გუდამაყრის
ხეობაში, გოდერძი ჩოხელის მუზეუმში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებმა
გოდერძის შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და ინსცენირება
წარმოადგინეს. ასევე შეხვედრა გაიმართა ტარიელ ხარხელაურთან და მანანა
ჩიტიშვილთან, რომლებმაც მსმენელებს საკუთარი ლექსები წაუკითხეს, ხოლო
მწერალმა ნინო ზედელაშვილმა გოდერძი ჩოხელის ცხოვრების ეპიზოდების
შესახებ ისაუბრა.
სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი კომპოზიცია "ჩვენი ვაჟა" წარუდგინეს საზოგადოებას. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მანანა ნარიმანიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ა(ა)იპ ალექსანდრე როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, წიგნის საჯაროდ კითხვის საათი მოეწყო ფასანაურის, ანანურის, ჭოპორტის და დავათის ბიბლიოთეკებში, სადაც პატარა მკითხველებმა საყვარელი ლექსებიდან, მინიატურებიდან და მოთხრობებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.
ღონისძიებებში მონაწილე ახალგაზრდებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში, უკვე მეხუთედ, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის "Lიტწორლდ" ინიციატივით იმართება.