• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    14
    აპრილი
    უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები გადაეცათ


    მოხალისეებთან ერთად აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს: მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა,მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ასლამაზიშვილმა.

    თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს, ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული პაკეტი ბინაზე მიუტანეს

    აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ხანდაზმული მოქალაქეების, სპეციალური საჭიროებების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა მხარდასაჭერად მუშაობას აგრძელებს და მომდევნო 3 თვის განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები საკუთარი ხელფასის 10 %-ს გადარიცხავენ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ სპეციალურ შტოპჩოV ფონდში.