17
თებერვალი
თებერვალი
უკანაფშავის ადმ. ერთეულში საერთო კრება გაიმართა
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთვის პრიორიტეტული საკითხები გააცნეს. ძირითად საჭიროებებად გზების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების გაუმჯობესება დასახელდა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ცამეტივე სოფლისთვის გამოყოფილი თანხა გაერთიანდება და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაიხარჯება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საერთო სარგებლობის გზას და მოეწყობა გაბიონები.
ამით დუშეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საერთო კრებები დასრულდა, ხოლო მიმდინარე წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გამოყოფილი 2 812 000 ლარი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელებაში დაიხარჯება.