თებერვალი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროგრამის კოორდინატორებმა ელენე გოცაძემ და ილია ბორცვაძემ განმარტეს რომ პროგრამა დაეხმარება როგორც ადგილობრივ მეწარმეებს, ისე მუნიციპალიტეტს განავითაროს საკუთარი პოტენციალი არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების მობილიზების გზით.
შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილესთან ვასილ წიკლაურთან ესწრებოდა.