• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    მარტი
    ვიცე-პრემიერმა ისტორიულ უბანში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა
    და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას. მათ შორისაა განსაკუთრებული ისტორიული ღირებულების მქონე ილია ჭავჭავაძისა და აპრელოვების სახლები. გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათებების მოწყობაც.

    ჯამში რესტავრაცია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. პროექტის მიზანია ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების პირვანდელი სახით აღდგენა.

    "ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ სახლებს პირველ რიგში დავუბრუნოთ ის ისტორიული იერსახე, რომელიც მათ ჰქონდათ, რაც დაკარგეს საბჭოთა პერიოდის განმავლობაში და ასეთი სახით დუშეთს დავუბრუნოთ ის იერსახე, რის გამოც დუშეთი იყო ამ რეგიონის ცენტრი. ჩვენც და ჩვენი პარტნიორი მსოფლიო ბანკი, რომლის დაფინანსებითაც ხორციელდება ეს პროექტი, ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ასეთი პროექტების შედეგად შევძლებთ დავუბრუნოთ დუშეთს და მსგავს რეგიონულ ცენტრებს არამარტო იერსახე, არამედ შევძინოთ მათ ტურისტული მიმზიდველობაც."- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

    აღნიშნულ სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.