3
ივლისი
ივლისი
ზაქარია ქუცნაშვილმა კადოეთსა და ლამოვანში პროექტები მოინახულა
წლების განმავლობაში აღნიშნულ სოფლებში არსებობდა სასმელი წყლის პრობლემა, რაც წყლის სისტემის რეაბილიტაციის შედეგად გადაიჭრა: სანიტარული დაცვის ღობეებით ადგილზე მოეწყო ორი ჭაბურღილი და ორი წყალშემკრები რეზერვუარი, რომელთა დაერთებაც მოხდა არსებულ ქსელზე.
სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, ხოლო შემსრულებელ კომპანიებს შპს "უნივერსალი" და შპს "დაკო" წარმოადგენენ.