• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    15
    აპრილი
    ჟინვალში ბესიკ ბუზალაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა


    ტურნირი 10 წონით კატეგორიაში, 2004-2006 და 2007-2009 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის გაიმართა.

    ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა პირადად დააჯილდოვა სპეციალური თასით წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენი ნიკა მაჩხიძე - სოფელ ოძისიდან, ხოლო ბესიკ ბუზალაძის სახელობის სპეციალური პრიზი, მისი ქალიშვილებისგან გადაეცა ჟინვალელ სპორტსმენს - საბა ხალიშვილს.

    გამოჩენილი სპორტსმენი და დამსახურებული მწვრთნელი ბესიკ ბუზალაძე, 20 წელზე მეტხანს ემსახურებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტში ჭიდაობა-ძიუდოს სფეროს და მის მიერ აღზრდილი ბავშვები, დღეს წარმატებული სპორტსმენები არიან.
    მისი სახელობის ძიუდოს ტურნირი კი, ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანების ინიციატივით, 2015 წლიდან მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ტარდება.

    ტურნირს გულშემატკივრებთან, მწვრთნელებთან და სპორტსმენებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელი გია პაპუკაშვილი და დუშეთის სპორტ-სკოლის დირექტორი ლევან შერმადინი.