• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    1
    დეკემბერი
    ზურაბ სეხნიაშვილი კლიჩევის რეგიონულ ფორუმზე სპიკერად მიიწვიეს


    კლიჩევის რაიონი გამოირჩევა მზარდი ეკონომიკური მიღწევებით და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობაში, ხოლო ფორუმის მიზანი გახლდათ ინიციატივაში ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკის და გამოწვევების ჩვენება შემდგომი პროექტების დაგეგმვისათვის.

    ამავე ინიციატივის (M4EG) ფარგლებში, 20-22 ნოემბერს, ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკსა და ქალაქ ვიტებსკში გამართულ საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო განყოფილების უფროსი თინათინ ცოცხალაშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დაგეგმილ ვორკშოპებსა და სასწავლო ვიზიტებში.

    ევროკავშირის ინიციატივას "მერები ეკონომიკური ზრდისთვის", დუშეთის მუნიციპალიტეტი 2018 წლის 8 იანვრიდან შეუერთდა და შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთი წლის წინ დადებითად შეაფასეს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა, ხოლო მუნიციპალიტეტის მერს პროექტის კოორდინატორმა პიტერ კორსბმა ოფიციალური სერტიფიკატი და სამადლობელი წერილი გადასცა.