თებერვალი
ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი 2022 წელს განაახლებს და განმეორებით გამოსაცემად მოამზადებს კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის თემატიკაზე 2009 წელს გამოსულ ორენოვან ფოტოალბომს, რომელიც მაშინვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა.
საინფორმაციო ფოტოალბომი საინტერესო იქნება აღნიშნული სფეროებით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის.
პროექტისა და ფოტოების ავტორია ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი ბაბუა ალუდაური.
გთავაზობთ ფოტოალბომის ნიმუშს.