• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    16
    ნოემბერი
    ა(ა)იპ „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს, პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები გადაეცათ

    ✅️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივითა და ა(ა)იპ "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების" ორგანიზებით, ა(ა)იპ „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს, პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები გადაეცათ.

    🔷 ️ბენეფიციარებთან ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ატაშვილი.

    ➡️ შეგახსენებთ, რომ გარდა მსგავსი ჰუმანტარული ღონისძიებებისა, "ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებას" დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელებული აქვს 5 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა საგრანტო ღირებულება ნახევარ მილიონს აღემატება. მათ შორის: ბულაჩაურის, ანანურის, ციხისძირის, ოძისის და ჩანადირთკარის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიმართულებით. ორგანიზაციის დახმარებით, დუშეთის მუნიციპალიტეტს აგრეთვე საჩუქრად გადაეცა 94 000 აშშ დოლარის ღირებულების გრეიდერის ტექნიკა და ის კვლავაც გააგრძელებს აღნიშნული მიმართულებებით მუშაობას მუნიციპალიტეტში.