• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    მაისი
    აბანოსხევი-ლაფანაანთკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

    ✅ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში აბანოსხევი-ლაფანაანთკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

    ▶️პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 1 930 000 ლარს აღემატება, 4.4 კმ-იან გზის მონაკვეთზე დაეგო ასფალტის საფარი და მოეწყო სანიაღვრე არხები.

    ✅დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე.

    🔷️ამასთან, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ.

    💬"წლების განმავლობაში ძალიან გაუვალი და გრუნტიანი გზა იყო აქ და წვიმის დროს საერთოდ შეუძლებელი ხდებოდა გადაადგილება, რაც პრობლემას ქმნიდა როგორც მოსახლეობისათვის, ისე სასწრაფო-სამედიცინო და სახანძრო-სამაშველო სამსახურებისათვის. დღეს კი ასფალტის საფარის მოწყობის შედეგად ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ." - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    💬"საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის საკითხი, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენს პრიორიტეტებს შორისაა. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ უკვე დასრულდა სოფლების - აბანოსხევი-ლაფანაანთკარის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები. მოსახლეობას აქ დიდი ხნის განმავლობაში მოუწესრიგებელ გზაზე უწევდა გადაადგილება, თუმცა განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, პრობლემა გადაიჭრა და ადგილზე ბევრად კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეიქმნა," - აღნიშნა დავით ნოზაძემ.

    📌ცნობისათვის, აბანოსხევი-ლაფანაანთკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მთის განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.