სექტემბერი
აბანოსხევში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. პროექტი მომავალ წელს დასრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მისი პირველი მოადგილე - გიორგი ჩიფჩიური, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის მენეჯერი თამარ ქარდავა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 1 257 000 ლარით ფინანსდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელს 2 ჯგუფზე - 50-60 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება.