• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    3
    აგვისტო
    2 აგვისტოს, საგურამოში, "ილიაობის" დღესასწაული გაიმართა

    🔷️ტრადიციად ქცეული ფორმატის მიხედვით, წელს ღონისძიების მასპინძელი მცხეთა-მთიანეთის მხარე იყო.

    ღონისძიების ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი აქტივობები დახვდათ.

    🟢მათ შორის მოეწყო საგამოფენო სივრცე, ეთნოგრაფიული კუთხე, ე.წ. სამზარეულოს ნაწილი და მასტერკლასები, ხოლო საღამო გაგრძელდა გალა-კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას რეგიონის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ. დუშეთის მუნიციპალიტეტიდან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ "ქალილოს", იაკობ ტრიპოლსკის სახელობის სახალხო თეატრის, ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მხატვრული წრის მოსწავლეების შემოქმედება.

    ▶️ღონისძიებას, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, რწმუნებულის მოადგილეები, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

    🔷️"2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღე, წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელისა და, ასევე, ილია მართლის ხსენების დღეა.

    ყოველ 2 აგვისტოს, ილიას მუზეუმი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს. ისინი ერთი დღით ხდებიან საგურამოს სახლის მასპინძლები ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო და მისი სახლი სრულიად საქართველოსია."- განაცხადა დავით ნოზაძემ.